ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები წუხელ ზუგდიდის პოლიციაში დაიბარეს. მათ პოლიციაში დღეს 15:00 საათზე ელოდებიან.
1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მერი შენგელაიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კომენტარები