ხულოში, საკუთარ პურის საცხობში მომხდარი აფეთქების შედეგად 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სახლის სარდაფში მოწყობილ საცხობში თონეს გასახურებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, დიდი წნევის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა და აფეთქდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 242-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც ფეთქებადსაშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები