„სააკაშვილი იმ ბოდვაშია ჩარჩენილი, როდესაც შევარდნაძის ჩაი დალია, არავითარი არჩევნები არ სჭირდებათ“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„მათ სჭირდებათ, რომ სააკაშვილმა ჩაი, ბორჯომი, ან წყალი დალიოს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნასთან დგას. თუ რამე პროცენტი აიღეს, პარლამენტში შემოსასვლელად აიღეს და არა ქუჩაში ხმლების სირბილისათვის. ეს ვერ გაიგეს და ისევ იქ არიან ჩარჩენილები. ისევ იმ ბოდვას მიჰყვებიან, რომელიც რატომღაც 2003 წელს გაუვიდათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან. აანონსებენ პროცესების გამწვავებას და რევოლუციურ სცენარზე საუბარსაც არ ერიდებიან. პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდებიან.
კომენტარები