პარტია „მოქალაქეების“ წევრები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“ – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შევთანხმდით ელექტრონული არჩევნების წესზე. ხმის მიცემა იქნება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით. ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი. ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. გარე პერიმეტრი 25-დან 100 მეტრამდე გაიზრდება, ცესკო-ში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია, 7-ვე პარტია სრულად იქნება წარმოდგენილი, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა სხვაგვარად და გამჭვირვალედ მოხდება“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კომენტარები