ზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამის მიზეზი კი „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლების მიერ წილისყრაში მონაწილეობის მიუღებლობა გახდა.
მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ წილისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა, გადასატანი ყუთი შეხვდეთ და უბნიდან გასვლამ მოუწიოთ. მათ აქვთ ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსი დაირღვევა. ისინი კომისიის უფუნქციო წევრებად დარჩებიან და არჩევნებს ვერ დააკვირდებიან.
„ნაცმოძრაობამ“, პროტესტის ნიშნად, წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამის გამო 18-ე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. მსგავსი ფაქტი კიდევ რვა უბანზე დაფიქსირდა. ესენია: 19-ე, 9-ე, 24-ე, 70-ე, 81-ე, 26-ე, 14-ე, 16-ე უბნები, რომელთა გახსნაც ასევე დაგვიანდა.
კომენტარები