”ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყოფილმა პირველმა ლედიმ ხმა ნომერ მე-18 საარჩევენო უბანზე მისცა.
როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.
”მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
კომენტარები