ქუთაისში ავტოავარიის შედეგად, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის სიმამრს მამუკა მხეიძეს ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ამჟამად, პაციენტი საავადმყოფოში იმყოფება და იგი ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადის. მამუკა მხეიძე კონტაქტურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევა დღეს დილით თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ავტომანქანაში 55 წლის მამუკა მხეიძესთან კიდევ ერთი მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა იგი არ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები