თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებებისთვის ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან.
ადვოკატთა განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მათ არაერთი შუამდგომლობა აქვთ. პროკურის განმარტებით კი, ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს. კერძოდ, ივერი მელაშვილის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მელაშვილი, პროკურორის თქმით, ფატქობრივად ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
კომენტარები