ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა.
„წონას, ზომას, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ქართველებს უკან დახევა არ სჩვევიათ, არ არსებობს, ქართველმა უკან დაიხიოს რამეში. საქართველოს გაუმარჯოს!“ – განაცხადა გივი მაჭარაშვილმა.
მანამდე RAF Georgia-ს ტურნირზე ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ამერიკელი მეტოქე – ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა.
კომენტარები
