ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესაძლო გაპრემიერების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას მედიით აჟიტირებულ კამპანიას უწოდებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომისა და პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის თაობაზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობაში არავითარი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება.
„ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – რამენაირად საზოგადოებაში შეიტანოთ შფოთი და შექმნათ წარმოდგენა, თითქოს ჯგუფში რაღაც არეულობაა. ამ დროს, მე გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი ხდება. დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები