სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაიხადოს ნიკა მელიამ გირაო. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მე ვერ ვხვდები, ეს გირაო რატომ არ უნდა იყოს გადახდილი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ პროცესი პოლიტიკურია და ზოგადად, ნდობა სასამართლოს მიმართ არ გვაქვს, მაგრამ თუ მანამდე ამის აღსრულება ხდებოდა, ახლა რა ხდება? მე მივიჩნევ, რომ ეს არის ხელოვნური გადაწყვეტილება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა