ზესტაფონის საარჩევნო ოლქში რამდენიმე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.
ინფორმაციას “ქართული ოცნების” შტაბში ავრცელებენ.
კერძოდ, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია კოკაიას წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველებს, რომლებიც იმის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენენ, რომ არჩევანი ილია კოკაიას სასარგებლოდ გააკეთეს, გარკვეული რაოდენობის თანხას ურიგებენ.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს, დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ არის “ოცნების” მხარდამჭერი და ასახელებს ვინმე რეზო გოგოლაძეს, რომლისგანაც მიიღო დავალება. თუმცა “ოცნების” შტაბის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, რეზო გოგოლაძე არის ილია კოკაიას წარმომადგენელი.
კომენტარები