“თავისუფალი დემოკრატების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს და ამავე პარტიის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ დავით ვერავას ზუგდიდის 65-ე ოლქის მეშვიდე საარჩევნო უბანი კომისიის წევრებმა დაატოვებინეს.
მიზეზად კი მათი მხრიდან ამომრჩევლებზე გარკვეული ზეწოლა დასახელდა. ამის შესახებ „კვირას“ ერთ-ეთმა ამომრჩეველმა განუცხადა.
„ამ უბანზე ისინი არ არიან ჩაწერილები და შესაბამისად ხმის მისაცემად არ იყვნენ მოსულები. აგიტაცია პროპაგანტა იკრძალება და მათი გამოჩენა ერთგვარი ზეწოლა იყო. კომისიის წევრებმა მათ დაატოვებინეს უბანი,“-განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.
მისი თქმით, მათ ცენტრალური საარჩევნო კომიისიის ბეიჯები ეკეთათ და სხვა უბანზეც შენიშნეს.
კომენტარები