დავით თორდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული პროექტების მცირე ჩამონათვალი
🔻 შსს:
🔹ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა .
🔹 განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია. შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
🔹 პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ.
🔹 2012 წლის დეკემბერში დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები.
🔹 აღმოჩენილ იქნა და საჯაროდ განადგურდა 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს შეიცავდა.
🔹 განხორციელდა პოლიციის რებრენდინგი.
🔹 აღმოჩენილ იქნა წამების ამსახველი კადრები და გამოძიების შედეგად დაისაჯნენ დამნაშავეები.
🔹 ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას.
🔹 შსს-ს თანამშრომლებს გადაეცათ ბინები.
🔻 პრემიერ-მინისტრის აპარატი:
🔹 ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
🔹 2014 წლის ივნისში დაარსდა “საქართველოს სოლიდარობის ფონდი”.
🔹 2014 წელს დაარსდა განათლების საერთაშორისო ცენტრი.
🔹 შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
🔹 დაიწყო აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელება
🔹 საფუძველი ჩაეყარა „აბრეშუმის გზის ფორუმს“.
🔹 გაიხსნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი.
🔹 შეიქმნა კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი.
🔹 ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციისათვის შეიქმნა ეკონომიკური საბჭო.
🔹 შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის 7-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
🔹 დემოგრაფიული ბალანსის გაუმჯობესების მიზნით, გაიცა ფინანსური დახმარებები, მთაში – 200 ლარი, ბარში – 150 ლარი.
🔹 მთავრობის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და განახორციელა.
🔹 ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
🔹 სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველომ წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილება გაიზიარა.
🔹 შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავი პეტიცია.
🔹 შეიქმნა. საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი.
🔹 ამოქმედდა სახალხო პროგრამა, საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა, სახელმწიფოსგან მიეღო 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება.
🔹 გაიმართა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „თბილისი 2015″.
🔹 დაიწყო მზადება 2016 წლის „რაგბი ევროპის“ გენერალური ასამბლეის, 2017 წლის „მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის“ მასპინძლობისთვის.
🔻თავდაცვის სამინისტრო:
🔹 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება.
🔹 თავდაცვის ძალებში გადამზადდნენ შეფმზარეულები.
🔹 თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს დემონტაჟი ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.
🔹 2019 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან „ჩარჩო ხელშეკრულებას“.
🔹 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ.
🔹 2020 წლის იანვარში წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.
🔹 2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამხედროების ხელფასები გაიზარდა 100-დან 500 ლარამდე წოდებისა და რანგის მიხედვით.
🔹 ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად დასრულდა და მიმდინარეობს, 197 ყაზარმის, 52 სასადილოს, 23 მულტიფუნქციური სტადიონის შიდა ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.
🔹 ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის თებერვლიდან სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით სარგებლობენ.
🔹 პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.
🔹 თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროების, მათი მეუღლეებისა და შვილებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. მათგან წარჩინებულებს კი, ენიშნებათ მინისტრის სემესტრული სტიპენდია 750 ლარის ოდენობით.
🔹 მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის – ARMY CITY“ მშენებლობა დაიწყო.
🔹 თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, სოციალურად დაუცველ პირებსა და საქართველოს სხვა მოქალაქეებს დაუკანონდებათ.
🔹 სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.
🔹 თავდაცვის ძალების 29-წლიანი არსებობის პერიოდში პირველად, სამხედროები LOWA-სა და HAIX-ის ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.
🔹 შეიცვალა უნიფორმების სტანდარტი. სამხედროებს აშშ-ის სტანდარტის შესაბამისი, მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული ცვეთაგამძლე უნიფორმები აცვიათ.
🔹 დაფუძნდა შპს „დელტა ტექსტილი“.
🔹 დამტკიცდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.
🔹 შემუშავდა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ 2020-2025.
🔹 შემუშავდა „თავდაცვის ძალების განვითარების გეგმა 2030“.
🔹 განსაკუთრებული ყურადღება მიექცა უპილოტო სადაზვერვო-საფრენი აპარატებით აღჭურვას, ციფრული და ელექტრონული სადაზვერვო აღჭურვილობის მიღებას, დანერგვას, ანალიტიკური რესურსის გაუმჯობესებასა და სრულყოფას.
🔹 ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განისაზღვრა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება.
🔹 საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს „ჭკვიანი თავდაცვის“ პროექტს.
🔹 საქართველოს თავდაცვის ძალებში მსოფლიო ბრენდების 500 ერთეული საუკეთესო სპეც-ტექნიკის შესყიდვა დაიწყო და აქტიურად გრძელდება.
🔹 სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა.
🔹 თავდაცვის სამინისტროს მიერ ფრანგულ მხარესთან გაფორმდა ახალი კონტრაქტი, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება.
🔹 თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელს“ შორის საჰაერო თავდაცვითი დანადგარების სრული აღდგენა-მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
🔹 დაიწყო თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფების შაშხანებით აღჭურვა.
🔹 საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისგან 12 ერთეული სპეცტექნიკა და 35 ავტობუსი გადაეცა.
🔹 აშშ-მ საქართველოს ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა გადასცა.
🔹 თავდაცვის ძალებში სპორტული დარბაზების უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვა დაიწყო.
🔹 2021 წლისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონების“ შეძენა დაიგეგმა.
🔹 თავდაცვის უწყებამ, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა შეისყიდა.
🔹 აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო.
🔹 თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა.
🔹 იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურების გამო დავალიანება ერიცხებოდათ, ეს დავალიანება ჩამოეწერათ.
🔹 დაიწყო საბრძოლო ქვედანაყოფების სრულად აღჭურვა ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით.
🔹 საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
🔹 თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის კომპონენტის საპილოტე პროექტი განახორციელა.
🔹 გარდაიქმნა და თვისობრივად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. გაიზარდა წვევამდელთა ანაზღაურება და უქმე დღეების რაოდენობა.
🔹 განხორციელდა კინოპროექტი – „მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ!“, – წერს დავით თორდია.