ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მიმართავს და ურჩევს, გირაო გადაიხადოს, გამოვიდეს და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა მივმართო ნიკა მელიას, მეგობარო, კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი რომ შენ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, შეეშვი პროვოკაციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მაინც არაფერი გამოდის, გირჩევდი გადაიხადო გირაო, გამოხვიდე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კომენტარები