საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას კათოლიკური, ლუთერანული და სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წევრ თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს. საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ წმინდა დღეს ვუერთდები თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს“, – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
კომენტარები