ჩვენს ოპონენტებს პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდებათ, ისინი ზედმეტად დატვირთულნი არიან რაღაც აზრებით, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი.
მისივე განცხადებით, ოპონენტებში კრიზისია და მცდარი ნარატივებით ცდილობენ მოსახლეობის მოტყუებას.
„ყველამ უნდა დავივიწყოთ ნარატივი, რომ თითქოს, მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები როგორ ჩატარდა, ვინაიდან ახლა უკვე არის ე.წ. კრიზისი. ეს არის ოპოზიციის მორიგი ტყუილი, რადგან თუკი არჩევნები იყო ზუსტი და ამომრჩევლის ნება აისახა შედეგებზე, რა კრიზისზე შეიძლება საუბარი? კრიზისი რომც არსებობდეს, გამოდის, რომ ყალბი კრიზისია. ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედეთი, რა კრიზისზეა საუბარი, კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
