კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აზიარებს ამონარიდს გიორგი გასვიანის გადაცემიდან – “დეტექტორი”, რომელშიც მსახიობი ბესო ზანგურია მიწვეული და მის პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
შეკითხვა კი ასეთია – “თვლით, რომ ქალისთვის ძლიერი მამაკაცი ხართ?”
მაია კაჭკაჭიშვილი ამ ვიდეოზე კომენტარს აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“უუხ შენ გენაცვალე სიძლიერეში.
ახლა უფრო კარგად ვხვდები რატომ მაქვს დიდი პრობლემები მამრობით სქესთან და რატომ ხვდებოდათ თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები (ბევრი დამეთანხმება მოძალადე უზრდელ, ხეპრე და კორმით
გამოზრდილ ორას კილოიან დაცვებს ჩანთა და მასში მყოფი ყველა სუნამო და კიდევ მრავალი საგანი ელეწებოდათ თავზე) (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა).
მაგრამ ისეთი მესხური სული მაქვს (გეცოდინებათ მესხებზე ლეგენდები მაინც), რომ ნებისმიერი მოძალადის წინაშე ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ!!
ძირს არაკაცები!!!”, – წერს კაჭკაჭიშვილი.