აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ალიევმა კობახიძეს უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები მის საქმიანობაში. მან აგრეთვე ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა, იუწყება მედია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალიევს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების საკითხები.
კომენტარები
