გამორიცხული იყო, რომ რუსული კვალი ნამახვანის პროტესტში დამალულიყო და აგერ ბატონო – პირველი მერცხალიც გამოჩნდა – ირაკლი შიხიაშვილი გამოვიდა ასპარეზზე, ადამიანი რომელიც არათუ დაკავშირებულია რუსეთთან, არამედ დიდი ეჭვია, რომ პირდაპირ დავალებებს იღებს რუსეთიდან, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
„გამორიცხული იყო, რომ რუსული კვალი ნამახვანის პროტესტში დამალულიყო და აგერ ბატონო – პირველი მერცხალიც გამოჩნდა – ირაკლი შიხიაშვილი გამოვიდა ასპარეზზე, ადამიანი რომელიც არათუ დაკავშირებულია რუსეთთან, არამედ დიდი ეჭვია, რომ პირდაპირ დავალებებს იღებს რუსეთიდან. ეს დასაწყისია, ძალიან მალე საზოგადოება ნათლად იხილავს, რომ ჰესის წინააღმდეგ მოქმედებები ჩრდილოეთიდან იმართება, სწორედ იქედან, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.