შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა მონაწილეობა „თბილისობის“ ღონისძიებაში მიიღო.
მეტეხის ხიდზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში, MIA FORCE -ის სპორტული ავტომობილები იყო წარმოდგენილი. მოქალაქეებს მასპინძლობას კლუბის სპორტსმენები უწევდნენ და საკუთარ ავტომობილებსა და ასპარეზობაზე ესაუბრებოდნენ. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, რომელმაც მოქალაქეებს ამავე კამპანიის სიმბოლოები საჩუქრად გადასცა და საგზაო წესების დაცვისაკენ მოუწოდა.
შსს-ს კამპანიას ჟურნალ „ავტობილდ საქართველოს“ პროექტი “#არვარღვევ” შეუერთდა, რომლის ფარგლებში მეტეხის ხიდზე გამოიფინა სხვადასხვა სპორტული ავტომობილები, მოტოციკლეტები, საგზაო ნიშნები და საინტერესო აქტივობები გაიმართა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა “თბილისობის“ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
2016/10/16 17:14:10
ნანახია: 1376 ჯერ