მწერალმა დათო ტურაშვილმა პირდაპირ ეთერში ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ მისულმა მწერალმა ინტერვიუს ბოლოს გადაცემის წამყვანს თავისი მეუღლის გასაგონად ერთი დელიკატური ფაქტის დადასტურება მოსთხოვა. დათო ტურაშვილსა და მის მეუღლე მაკა კეკელიძეს თითქმის 20-წლიანი ქორწინება აკავშირებთ. წყვილს 3 ქალიშვილი ჰყავს და უკვე ბებია-ბაბუაც არიან.
“დიანა, მინდა ჩემი ცოლის გასაგონად, საჯაროდ თქვა, ესპანეთში რომ ვცხოვრობდი, რა ქალს შევუყვარდი. შენ ხომ ნახე, დიანა, რა პერსპექტივაზე ვთქვი უარი, რა ქალზე ვთქვი მის გამო უარი და ვუერთგულე, შეგიძლია ეს საჯაროდ დაასტურო?”
დიანა ტრაპაიძემ დავით ტურაშვილს უთხრა, რომ ისტორიას კარგად ვერ იხსენებს.
კომენტარები