თბილისში გუშინ ღამით დათვს ეძებდნენ. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის, თემურ ფხალაძის განცხადებით, ცხელ ხაზზე იყალთოს ქუჩის მაცხოვრებელმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დათვის ბელი დაინახა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.
„ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც მოქალაქემ აღნიშნა, რომ შეამჩნია პატარა დათვი იყალთოს ქუჩაზე. შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამდენიმე მობილური ჯგუფი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ზოოპარკთანაც. ზოოპარკიდან გამოქცეული არ არის მტაცებელი ცხოველი“, – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ.
დათვის ძებნა გვიან ღამემდე გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა.
კომენტარები