თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ “სარაჯიშვილთან” უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომანქანიდან სამშენებლო მასალებს ცლიდა, მილის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები