ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
”რუსთავი 2”-ზე თვით ისეთი “მამალი” (ბრჭყალებში რა თქმა უნდა) ”ნაცისაგან”, როგორიც ნიკა გვარამიაა, ისმის მესიჯი, რომ ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. პარალელურ რეჟიმში საკმაოდ აქტიურობს ე.წ. “სამოქალაქო სექტორი”, რომლის დანიშნულება არა რეალური შედეგის მიღწევა, არამედ დასავლეთთან ახალი თემის – “კონსტიტუციაზე მოძალადე ხელისუფლების”, წამოწევაა. ხდება გიგა ბოკერიას, როგორც “ზომიერი” და “დარებრედინგებული” ნაცების ლიდერშიპის ლიდერად წარმოჩენა, რის ფონზეც სხვადასხვა გადაცემებიდან (მაგ: “კომედი შოუდან”) ხდება არა მხოლოდ სააკაშვილის უკანა პლანზე გადაწევა, არამედ მისი საერთოდ გამიჯვნა (ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ახალ პარტიას ქმნის). ასევე საერთოდ არ ჩნდება ნაცების რადიკალური ფრთა.
ამ ყველაფრისგან ნათლად ჩანს “ახალი ნაცების” რეალური მიზანი: კვლავ დარჩნენ მეორე პოლიტიკურ ძალად, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ბუნებრივია, რომ თუ სააკაშვილმა შექმნა ახალი პარტია, იქ ე.წ. “რადიკალები” საკმაოდ იქნებიან წარმოდგენილნი და შეიძლება ითქვას, რომ “ახლებისთვის” მეხამრიდის როლს შეასრულებან.
პარლამენტში შესულ “გაუთოებულ” ნაცებს ძალიან ეშინიათ ”პატრიოტთა ალიანსის”, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატრიოტები მათი ნებისმიერი იდეის მიმართ მაქსიმალურად კრიტიკულად იქნებიან განწყობილნი, რაშიც ხალხის საკმაო მხარდაჭერა ექნებათ. ამიტომ ისინი ე.წ. “შავი პიარით” ცდილობენ ”ალიანსის” ლიდერების იმიჯის შერყევას, მაგრამ ეს ქმედება საპარლამენტო მუშაობის პროცესში ფაქტობრივად დაინგრევა”, – წერს ჟურნალისტი.