12.00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩევლიდან 303 ამომრჩეველი უკვე მივიდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ განუცხადა.
”48-ე საარჩევნო უბანზე დილის 5:00 საათიდან ვიმყოფები, რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევებს უბანზე ადგილი არ ჰქონია. ამ დროისათვის უბანზე დაწერილია 5 საჩივარი, რომლებსაც საოლქო კომისია განიხილავს”, – განაცხადა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ.
კომენტარები