დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას საკრებულოში სიტყვით გამოსვლა შეწყვეტინეს.
საკრებულოს შენობაში ზედა იარუსზე „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლები ნარმანიას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას სთხოვენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მათთან საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეების სიმშივიდისკენ მოუწოდა.
დედაქალაქის მერი საკრებულოში თბილისის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობდა.
კომენტარები