უფლებადამცველმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თამაზ ბაწელაშვილი ქალაქ რუსთავში, ფალიაშვილის #12ა-ში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში ტკბილეულით დატვირთული.
“ბაწელაშვილმა მოხუცებს უთხრა, რომ 200 ლარზე მეტი ღირებულების ტკბილეული “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატებმა გამოუგზავნეს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსთავში გაიმარჯვებდნენ, უფრო მეტ ტკბილეულს მოუტანდნენ. ეს არის ამომრჩევლის ცალსახა მოსყიდვა, რაც სისხლის სამართლის 164 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, დასჯადი ქმედებაა”, – განაცხადა კობახიძემ “პირველის პრესკლუბში”.
უფლებადამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ამასთანავე, კობაიძემ აღნიშნა, რომ რუსთავის ფაქტი ერთადერთი არ არის და “ნაციონალური მოძრაობა” მსგავსი ხერხებით სხვა რეგიონებშიც ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას.