თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფი დროულად მივიდა და ხანძრის ლოკალიზება მოახდინა.
დაზარალებული ოჯახი თელავის მერმა მოინახულა და შექმნილ ვითარებას გაეცნო.
მისი თქმით, დღესვე შეიქმნება კომისია, რომელიც არსებულ სიტუაციას გაეცნობა და შესაბამის ზომებს მიიღებს.
კომენტარები