ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მამხილებელი მუზეუმი გახსნა.
როგორც “კვირას“ თავად ბიზნესმენმა განუცხადა, შენობა, სადაც აღნიშნული მუზეუმი მოეწყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“, ტერორის გზით მილიონ ლარად შეაძენინა.
ვალერი შოშიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ შენობაში გამოიფინება ყველა ის მასალა, რომელიც მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის შედეგებს ასახავს.
მისი თქმით, მუზეუმის გახსნაზე, დღეს, გრემში, სულხან მოლაშვილის, სანდრო გირგვლიანის ახლობლები და ბუტა რობაქიძის დედა – ია მეტრეველი იმყოფებოდა.
შოშიაშვილი აცხადებს, რომ მუზეუმის გახსნა საარჩევნო პერიოდს დაამთხვია, რადგან მისივე თქმით, სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას მოახმარა 2012 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის თანხა, რომელიც მან აღნიშნულ შენობაში იძულებით გადაიხადა.
“ამ მუზეუმით და მასში წარმოდგენილი მასალით მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, თუ რამდენ სისასტიკეს სჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ცხრა წლის მანძილზე. ეს შენობა მილიონ ლარად ტერორის, მუქარის ძალით მაყიდვინეს და თანხა 2012 წელს წინასაარჩევნოდ გამოიყენეს. ამიტომაც, მეც, სიმბოლურად, არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდს დავამთხვიე მათი რეჟიმის მამხილებელი მუზეუმის გახსნა, რათა ყველა მოქალაქეს შევახსენო, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე. კახეთიდან არცერთი ხმა არ უნდა წაიღოს “ნაციონალურმა მოძრაობამ.“ ჩემი სურვილია, რომ მოხდეს მათი პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვება“, -განუცხადა “კვირას“ ვალერი შოშიაშვილმა.
კახეთში “ნაციონალების“ მამხილებელი მუზეუმი გაიხსნა
2016/10/26 18:50:50
კომენტარები
ნანახია: 1714 ჯერ