იტალიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, დაშავებულია ერთი სასულიერო პირი და რამდენიმე სტუდენტი.
“ეპიცენტრი დასახლება უსიდა იყო, აქედან დაახლოებით 20-25 კილომეტრში. ვერც ვუახლოვდებით იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრი მიწასთან არის გასწორებული. ამ რეგიონში ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს. ჩემს ქალაქში მხოლოდ მე გახლავართ. გარდაცვლილები ვერ დაფიქსირდა, იმიტომ, რომ ბევრი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ მოსაძებნია, დანგრეული სახლებიდან ჯერ კიდევ ამოსაყვანია. საშინელი სიტუაციაა ქალაქში, ყველა გარეთ არის, ეძებენ მეგობრებს, ეძებენ ნათესავებს. არის საშინელი პანიკა,“ – აცხადებს იტალიაში მცხოვრები ქართველი მარიამ ქაფიანიძე.
იტალიაში, ქალაქ პერუჯას აღმოსავლეთით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. პერუჯასთან ახლოს, მიწისძვრა კვლავ განმეორდა, რომლის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. „სი-ენ-ენის“ ცნობით, სტიქიას ნგრევა მოჰყვა – დაშავებულია ორი ადამიანი. ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი. დაზიანდა ძველი ეკლესიები და სხვა შენობები.
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან
2016/10/27 10:57:10
კომენტარები
ნანახია: 1338 ჯერ