თაკო ჩარკვიანი ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს ვრცელი წერილით პასუხობს.
მართლაც რომ “დაუნ დიქტეიტე” ბატონო შალვა
1956წელს 9 მარტს უშიშროება,რომ დაგაკავებს,საქართველოს თავისუფლების მოთხოვნის – ლოზუნგის გამო და ირაკლი აბაშიძე,რომ გაგიწევს თავდებობას 22 წლის ბიჭს,1972 წელს ჰიმნს,რომ მიუძღვნი საქართველოს დამოუკიდებლობას”,ტყვია მიზანში მოსახვედრიაო,რომ იტყვი”-იმ ავბედითობის დროს,1977 წელს ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას,ერთადერთი კაცი,რომ არ მოაწერ ხელს-ორ ჯერ,რომ გამსახურდიას თავდებში დაუდგები, 1983 წელს თვითმფრინავის ბიჭების -გადარჩენას,რომ მოითხოვ,8 აპრილს,რომ სააქტო დარბაზში დისიდენტებს დაიცავ ინტილიგენციის შეკრებაზე მარტოდ-მარტო(ჯ,პატიაშვილის ჩვენებიდან) და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი უბედურება გაქვს გამოვლილი და ამ ყველაფრის შემდეგ, კომუნისტების დროს ყველაზე ბინძურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი(ხალხს,რომ ხვრეტდნენ,ბავშვებს,რომ ხვრეტდნენ იმ პროკურატურაში,და ხმა,რომ არ ამოგიღია არასოდეს)
აი ასეთი “კაცი ” , დღეს პოლიტიკაში” ბიზნესისთვის” მოსული საქართველოს- ხარჯზე-ხალხის ხარჯზე მოსული ადამიანი,რომ გამოხტება და ტალახს შეგასხამს,უნდა გაგიხარდეს თქო, როგორ ვთქვა,მაგრამ,რომ არ უნდა გეწყინოს ზუსტად ვიცი .ახლა რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-დიახ მას აქვს ბიზნესი-მართლა ბიზნესი და არა პოლიტიკით ნაშოვნი ბინძური ფული,ამიტომაც ვცხოვრობთ ძალიან ,ძალიან ზომიერად.
ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან),რადგან საქართველოში ნამდვილ ბიზნესს, დიდი შრომა და წვალება უნდა -ასეა-ამიტომ ეფარებიან ხშირად პოლიტიკას თაღლითები და გაიძვერები-იოლად უნდათ ფულის შოვნა-ასე,რომ მინდა გითხრათ ბ.ნ. შალვა -ორად აზრი ჩვენს ოჯახში არ იყოფა -ცდებით,1972 წელს დამოუკიდებლობას,რომ პოეტი მოითხოვს და ჰიმნს მიუძღვნის იმას რუსეთი არ შეიძლება უნდოდეს და თქვენ ეს კარგად იცით,ვინაიდან “რუსეთში კურს დამთავრებული’” ბრძანდებით ბატონო შალვა და ჩვენს ოჯახს კი მუდამ ასეთი ადამიანები ებრძოდნენ,რას ვიზამთ
ერთი ვიცი ხალხს,რომ უყვარდე,ისე,როგორც ჯანსუღი უყვართ საქართველოში და არ მხოლოდ-თქვენნაირ, გაქნილ, პროკურატურის ჩინოვნიკებს უნდა სძულდე და კიდევ ერთი რამ,რა ჩვენი ბრალია ბატონო შალვა ,ხალხმა,რომ არ გაპატიათ ხმების გაყიდვა, ასეა ან ხალხის სიყვარული ,ან ფული-თქვენ ფული არჩიეთ ,ორივე ერთად არ გამოდის.
რაც შეეხება შევარდნდაძეს,ის ჯანსუღის მეგობარი იყო
,არა მარტო-ჯანსუღის,ნოდარ დუმბაძის,ჭაბუასი, გიგა ლორთქიფანიძის და მოგწონთ თქვენ ეს თუ არა ის დიდი პოლიტიკოსი იყო და მან ფანჯარა გაჭრა ევროპაში,ვფიქრობ საკამათოც არ არის,მაგრამ მეც გამიგრძელდა რაააა ამას თქვენ ვერ გაიგებთ, ვინაიდან დიდი პოლიტიკააა. მოკლედ ჯანსუღს უთხრეს -შალვამ მორიგი სისულეეები ილაპარაკაო და ჯანსუღმა შემოგითვალათ-“შეგიძლიათ რთხმელა მოჭრათ,ისე,როგორც გენებოთ,მაგრამ მუხას ,რკოს ვერ მოსჭამთ ცულიანო მკვლელებო”- ისე ეგ თქვენი სასახლე თქვენ,რომ გვაჩვენეთ ტელევიზიით იმ დროს მიიღეთ პროკურატურაში? კარგად დაუჯილდოვებიხართ თქვენ თვითონ თქვით.
ჰო, აი რაც შეეხება ჯანსუღს, ის თქვენ სასახლეში ვერ გაგიმასპინლდებათ,ვინაიდან დღემდე მეუღლის-დედაჩემის ბინაში ცხოვრობს და მე და ჩემი მეუღლე ,რომ არ ვიყოთ წამლის ფული არ ექნებოდა,არ მინდოდა ამის თქმა,მაგრამ თქვენმა უკიდეგანო სიბინძურემ მაიძულა,ახლა მშვიდობით ან მომავალ შეხვედრამდე, ბ.ნ შალვა, როგორც გენებოთ”– წერს თაკო ჩარკვიანი.