ყოფილი პოლიციელი ლაშა კვირკვაია სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ზაზა ხატიაშვილი კუდის აგენტი იყო.
„არ მინდოდა ხმის ამოღება და ერთი წელია ჩუმად ვარ, მაგრამ არ ისვენებს ეს კაცი და რა ვქნა უნდა ვთქვა, მითუმეტეს ყველაფერი დღევანდელი დღესავით მახსოვს, მახსოვს როგორ დარბოდა კუდი პოლიციაში და როგორ არკვევდა რომელ პოლიციელს რომელ ადვოკატთან ჰქონდა მიდგომა ( ნათესაური კავშირი, კომპრომატი და ა.შ.) ეს ხდებოდა არამარტო პოლიციაში, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებებშიც და საერთო ძალიახმევამ რათქმაუნდა შედეგი გამოიღო და ზაზა გახდა მთავარი ადვოკატი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი და კუდის ნომრიანი აგენტი, ამ დღის მერე დარბოდა ზაზა დღისით უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლად, ღამით კი კუდის ბნელ კაბინეტებში მირბოდა დღის შედეგების ჩასაბარებლად, ეხლა გამოხვალ ზაზა და იტყვი მე ნაცების დროს იმდენ რამეს ვაპროტესტებდი და ყველა აქციაზე ვიდექიო, სწორედ ეგ იყო ზაზა შენი აგენტურული დავალება : სადაც ორი კაცი შეიკრიბებოდა ასინეთასავით მესამე შენ უნდა ყოფილიყავი, რათა მერე კუდისთვის მოგეყოლა მათი სამომავლო გეგმების შესახებ. მარტივ მაგალითს ვიტყვი, შენ დაანონსე, თუ კვირკვაიას არ დაიჭერენ ადვოკატთა კორპუსი სასამართლო პროცესებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ და არცერთი არ შევა სასამართლო სხდომებზეო ))) ეს მაშინ უნდა გექნა როცა ადვოკატები საკუთარ თავს მკვდარზე ვენოკს ეძახდით, როცა სასამართლო წლების განმავლობაში არცერთ ადვოკატს არ დაუყენებია გამამართლებელი განაჩენი, (სულ რამდენიმე განაჩენი დადგა პროკურატურასთან შეთანხმებით, იმიტომ რომ ზემოდან მოდიოდა დავალება, რომ მრავალფეროვნებისთვის ერთი გამამართლებელი განაჩენი ყოფილიყო, ერთ-ერთი გლდანი ნაძალადევის საქმე იყო ძებნილ ადამიანზე), და მოსამართლე არცერთ თეთრს არ აკლებდა პროკურატურის მოთხოვნილ თანხას და არცერთ დღეს მოთხოვნილ სასჯელს , აი მაშინ უნდა გამოგეყენებინათ პროტესტის ეს ფორმა და მთელი მსოფლიო გაიგებდა რეალურად რა ხდებოდა საქართველოში, მაგრამ მაშინ რატომღაც ეს აზრი არ მოგსვლია თავში და კულტურულად აპრავებდი რაც ხდებოდა. პ.ს. რა ვქნა ზაზა სადამდეც შემეძლო შევინაზე შენი საიდუმო, მაგრამ ძალიან გულის ამრევია შენნაირი ნომრიანისგან ასეთი თავხედობა, თავი უფლებადამცველად რომ მოგაქვს მე ხო ვიცი გულის სიგრმეში როგორი პატარა ნაცუკა ხარ“.