დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელ ბეთანიის და სოფელ დიდების მცხოვრებლებს.
ქსელის გაუმჯობესების მიზნით გლდანში შეზღუდვა 10 საათიდან 18 საათამდე იმოქმედებს სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების აბონენტებზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
კომენტარები