თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მოძრავ მატარებელს ახალგაზრდა ბიჭი შეახტა და გვირაბში შეჰყვა.
ახალგაზრდა ინციდენტისას არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს.
მათივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს მეტროპოლიტენის კონტროლის სამსახური იძიებს.
„ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს. მისი მხრიდან ეს იყო ხულიგნური გართობა, რომელსაც მისი მეგობარი იღებდა. იგი არ არის მცირეწლოვანი, რომ ვერ გააცნობიეროს თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს. კი ამბობს კომენტარებში, თითქოს ხშირად გაუკეთებია ასეთი რამ, თუმცა ფიზიკურად ვერ გააკეთებდა, რადგან ჩვენი სამსახურის თანამშრომლები და მეტროს პატრული მუდმივ რეჟიმში აკონტროლებენ ბაქანს. ამ ახალგაზრდამ დაარღვია მეტროპოლიტენით მგზავრობის წესები“, – განაცხადეს მეტროპოლიტენში.
კომენტარები