სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კრწანისის #4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
პატრიარქმა მოქალაქეებს არჩვენების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხმა ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან.
“ყველაფერი კარგად იქნება. ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ არჩევნების მშვიდობიანად, კეთილად ჩატარებას”, – განაცხადა უწმინდესმა.
კომენტარები