საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ყვარლიდან აღმოსავლეთით, 16 კილომეტრში, სოფელ სარუსოსთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ კი 3,2 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები