არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი, არჩევნების შედეგებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“მადლობა უფალო კიდევ ერთი გათენებული დღისთვის!
მიხარია, საქართველომ გაიმარჯვა. 2012 წელს მართალია გველეშაპი დამარცხდა, მაგრამ რამდენიმე თავი მაინც ქონდა დარჩენილი. დღეს უკვე, ყველა თავი მოკვეთილი აქვს. თუმცაღა, პროცენტები რაც მათ აიღეს, მჯერა გველეშაპი სისხლის დაცლასთან ერთად, მომავალ ოთხ წელიწადში გაქრება!
ვინ შეძლო ეს ?!. რათქმა უნდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან და მის მრავალ ეთნიკურ, თუ მრავალ რელიგიურ მოსახლეობასთან ერთად.
მადლობა, საქართველოს მოყვარულ კაცს, – ბიძინა ივანიშვილს და მის დიდ ოჯახს, რომელიც მას, მუდამ გვერდით უდგას. მადლობა საქართველო, გილოცავთ გამარჯვებას! არქიმანდრიტი ბართლომე.”
კომენტარები