მთაწმინდის რაიონში რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 1-ელ ნოემბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, ტყავის ჩიხის, ლესელიძის ქუჩა №30, 30/2, 32, ერეკლე მეორის ქუჩის მოსახლეობასა და კომერციულ ობიექტებს.
”გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.