თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ ახალი მოადგილე წარადგინა – პროფესორი მიხეილ ჩხენკელი.
როგორც გიორგი შარვაშიძემ თსუ-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ ჩხენკელი წლების განმავლობაში პელსივანიის უნივერსიტეტში მუშაობდა. მას წარჩინებით დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.
იგი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მათ შორის საუკეთესო სწავლებისათვის საპროფესორო ოსკარი და სხვა. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტაბებში პელსივანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა დაამთავრა და მინიჭებული აქვს მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
კომენტარები