„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა განუცხადა.
„მძევალი უკვე აღარ ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ისე, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ შედეგი,დაველოდოთ შედეგს. მარტო არის ახლა ბანკში თავად. ჯერ არაფერს ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
კომენტარები