დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ სერიოზული განხეთქილებაა ნაცსექტის უკრაინულ ფილიალში. განსაკუთრებით მეგის ქარდავას უახლოეს გარემოცვაში. კულუარული ინფორმაციით, საქართველოში მსჯავრდებული დავით ჭაკუას ძმა – უკრაინაში მცხოვრები დიმიტრი ჭაკუა და მისი საახლობლო აღშფოთებულები არიან მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო – “მეგის ქარდავას არ ვიცნობო”. აღშფოთების საგანია: “ეხლა აღარ სჭირდება?! და ამიტომ არ იცნობს???”. უკრაინული ნაცკლასტერი გაძლიერებული ყურადღებით ელოდება ბელადის თითოეულ სიტყვას და ქმედებას მეგის ქარდავასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულად ელოდება ამას კოხტა კოდუა. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ბელადი შეეცდება გაემიჯნოს საკუთარ საყვარელ ჯალათს – საკმაოდ დიდია. ხოლო თავის დროზე, მის დაჯილდოვების ფაქტებს, სავარაუდოდ ახსნის ამ პროცესებისადმი საკუთარი სრული უცოდინარობით და ყველაფერს საკუთარ ადმინისტრაციას გადააბრალებს. საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებენ ადგილობრივი სექტანტები?”
არეულობა ნაცებში – მეგის ქარდავას გარემოცვა სააკაშვილს უპირისპირდება
2021/09/12 22:15:46

ნანახია: 18754 ჯერ