რაჭაში, ონიდან 6 კილომეტრში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრა 12:52 საათზე მოხდა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭის სოფლებია და შესაძლოა მოსახლეობამ მიწისძვის ბიძგები იგრძნო, თუმცა მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით ცენტრში ინფორმაცია არ შესულა.
კომენტარები