რამდენიმე ხნის წინ მწერალმა, ნაირა გელაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან, სანდრა რულოვსსა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით საკუთარ “ფეისბუქ ვერდზე” საკმაოდ ვრცელი ბლოგი გაავრცელა. რასაც “რუსთავი 2”-ის ხელმძთღვანილის, ნიკა გვარამიას გვერდზე ამ მწერლის მისამართით კრიტიკული პოსტი მოჰყვა.
– დღიდან დაარსებისა, სულ ვწერ “ნაციონალური მოძრაობის” მთელ შემზარაობაზე. ეს წერილი არ იყო მოულოდნელი მათთვის, ვინც ჩემს პუბლიკაციებს კითხულობს. ამაზე უფრო მძაფრი წერილები და ინტერვიუები ადრე მაქვს გამოქვეყნებული.
მწერალი წერს იმას, რასაც ფიქრობს. უბრალოდ, ეს, შეიძლება ითქვას, ფსიქოთერაპიული წერილი იყო იმათთვის, ვინც უკვე ისე დაიღალა ამ ნაციონალებით, მათი უტიფრობით და დამნაშავე თავხედობით, რომ დაავადდა ხალხი. ყველა ხომ ვერ გამოთვქმს თავის აზრებს, – არც დრო აქვს, არც საშუალება, რომ ეს თავისი ემოცია სადღაც გამოთქვას და ჩემს ირგვლივ ამდენი აღშფოთებით დაღლილია ხალხი. იმიტომ, რომ სამართალი არ არის და ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ აბსოლუტურად მოურიდებლად. მე არ მინახავს ასეთი გამქრალი სირცხვილისა და მოურიდებულობის განცდა. ამდენი დანაშაული რომ ჩაიდინე, კაცო, ჩუმად მაინც იყავი. სამართალი არ შეეხოთ და კიდევ შეტევაზე არიან გადმოსულები. ეს იყო ფსიქოთერაპიული წერილი, რომ ამ ადამიანებს გული არ გასკდომოდათ საერთოდ. ათასობით და ათი ათაობით მადლობას ვიღებ ხოლმე ასეთი წერილების გამო.
რაც შეეხებათ “ნაციონალებს”, მე მაგათ ადამიანებად საერთოდ არ ვთვლი. და არ მაინტერესებს მათი აზრები.
– რაც შეეხება ნიკა გვარამიას, რომელმაც თქვენი მისამართით თქვა: “ეს სრული იდიოტი და ფაშისტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა, ის გამკვირვებია. არადა, ძალიან კარგი მწერალია.-ო”
– გითხარით: მე ნაციონალებს ადამიანებად არ ვთვლი!!! გაიმეორეთ ეს თუ შეიძლება. ეგენი უნდა ისხდნენ ციხეში და არიან გარეთ და ანადგურებენ ჩვენს ფსიქიკასა და ნერვებს. ამიტომ, მე მათი აზრები საერთოდ არ მაინტერესებს.
სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ, თუნდაც იმიტომ უნდა ისხდნენ ციხეში, მოდელირებული ქრონიკა რომ გაუშვეს 2009 წელს “რუსთავი 2”-ის ეთერით – რაღაც სისულელე, ვითომ ომი რომ დაიწყო საქართველოში, – გახსოვთ ალბათ. რაც 2008 წლის ომმა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ადამიანებს დამართა, ეს წესიერად გაანალიზებული არც არის ბოლომდე და ამ ტრამვირებულ ხალხს აჩვენა ფილმი “რუსთავი 2”-მა, რომელიც დამნაშავე ტელევიზიაა თავიდან ბოლომდე, – რაც არსებობს იქედან მოყოლებული, ამ ტელევიზიამ მოუტანა უზარმაზარი ზიანი საზოგადოებას. ამჯერადაც აჩვენეს ეს ე.წ. მოდელირებული ქრონიკა, ვითომ ხელმეორედ დაიწყო ომი რუსეთთან და ამის გამო 2 ადამიანს გული გაუსკდა ეკრანის წინ და შიშით დაიზაფრა მთელი საქართველო. ვინც ეს გააკეთა და გაუშვა ციხეში არ უნდა იყვნენ პასუხიგებაში მიცემულნი?! ნუთუ არ ექვემდებარება არანაირ სამართლებრივ საზომს ადამიანებისათვის ამხელა მორალური ტრამვის მიყენება?! გეკითხებით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?!
როცა ხმას ამოიღებ და რაღაცას იტყვი, ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, ყვავ-ყორნებივით დაგესევიან ყოველი მხრიდან.
მე არცერთ ხელისფლებასთან ვყოფილვარ ახლოს, არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ვარ შემოქმედი ადამიანი, როგორც მწერალი ჩემს მოვალეობას ვიხდი. ამით მაინც შევუმსუბუქო ჩემს ხალხს მდგომარეობა, რომელიც დღემდე მუდმივი ტრამვის ქვეშ იმყოფება. მუდმივი ვფიქოლოგიური შეტევის ობიექტია ხან ნაციონალების, ხან არანაცინალების, ხან ვისი და ხან ვისი მხრიდან.
www.ambebi.ge