ცრუ ლიდერი არ არის აღქმული ჩვენს გუნდში სერიოზულად, მაგრამ სერიოზულად არის აღქმული ის სამართალდამცველი ორგანოების მიერ, იმიტომ, რომ ის ძებნილის სტატუსის მქონე პირია და დარწმუნებული ვარ ისინი იმსჯელებდნენ თუ რა ვარიაციებს აქ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ეს დაბრუნება, თუკი ის მართლაც გამართლდა. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კანონის წინაშე: აღსრულდება სამართალი და ის განაჩენები, რომლებიც მის წინააღმდეგ არის დამდგარი. მისი ამომრჩევლის წინაშე ეს (ჩამოსვლა) ალბათ იქნება რაღაცა ტიპის კეთილსინდისიერი ქცევა, იმიტომ რომ რამდენჯერ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს დაჰპირდე და მოატყუო.
ხელისუფლება ამ შემთხვევაში – სააკშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა წაუგებელ თამაშს თამაშობს პოლიტიკურად, იმიტომ რომ თუ ჩამოვა ეს კარგია და როგორც იქნა ის დაჯდება იქ, სადაც არის მისი ადგილი და ეს იქნება ხელისუფლების მორიგი წარმატებული ნაბიჯი დანაშაულთან ბრძოლაში და თუ არ ჩამოვა, ეს რა თქმა უნდა კანონის წინაშე კიდევ გადადებული ნაბიჯი იქნება სამომავლოდ და კიდევ განხორციელდება მომავალში, მაგრამ პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის არც ეს არის წამგებიანი, ეს წამგებიანია ოპოზიციისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.