სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს.
უწმინდესი მოსკოვში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიბრძანდება, სადაც მრევლი იკრიბება.
„იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის იუბილე ემთხვევა გიორგობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრში ჩაატარებს ლოცვას და იქ მყოფ ქართველ მრევლს დალოცავს.
ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა- კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა მეუფემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად
18 ნოემბერს გაემგზავრება, სადაც 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.