ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონო გადაყვანის შედეგად კონტრაბანდისტების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 6 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია ევროპოლის ანგარიშში.
2015 წელს ევროპაში დაახლოებით ერთი მილიონი არალეგალი ჩავიდა, რომელთა უმეტესობასაც დანაშაულებრივი ორგანიზაციები დაეხმარნენ. თითოეულმა მიგრანტმა მომსახურებისათვის 3200-დან 6500 დოლარამდე გადაიხადა. ამგვარად, ევროპოლის მონაცემებით, არალეგალური ბიზნესის საშუალო ბრუნვამ 2015 წელს 5-6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კომენტარები