მთაწმინდის რაიონში ზოგიერთი ქუჩის მოსახლეობას დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩა №1, №3, №5, №7, №9, იაშვილის ქუჩა №11 და ლერმონტოვის ქუჩა №27-ში მცხოვრებ მოსახლეობას და კომერციულ ობიექტებს.
მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთაწმინდის რაიონის ზოგიერთ ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება
2016/11/09 12:25:45
ნანახია: 1434 ჯერ