პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ქედაში 4 პირი დააკავეს. დაკავებულები საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც სოფელ გოგიაშვილებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდნენ.
მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
კომენტარები