ხმაური საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მზარდამჭერი რეზოლუცია განიხილება.
კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამხარაძის გაღიზიანება სამადაშვილის რეპლიკამ გამოიწვია: „რეზოლუციიდან რუსეთის ფედერაცია ამოიღეთ“, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა ნუ აწყვეტინებდა განცხადება.
სალომე სამადაშვილმა სამხარაძეს მოუწოდა, დროულად გადასულიყო საკითხის განხილვაზე.
„გადავიდეთ მსჯელობაზე, რაც არის მნიშვნელოვანი. ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებთ… აუხსენით საზოგადოებას თქვენი რეზოლუციის შინაარსი, ვერ უხსნით და ამიტომ ვერ მიდიხართ ამ საკითხამდე,“ – მიმართა სამადაშვილმა სამხარაძეს.
სამადაშვილის ამ განცხადებას ნიკოლოზ სამხარაძის პასუხი მოჰყვა: „ნუ უზრდელობთ“.
„ყოჩაღ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ, ველოდებით შემდეგს,“ – მიმართა სამხარაძემ სამადაშვილს.
რაზეც სამადაშვილმა უპასუხა: “კომიტეტის თავმჯდომარეს საცირკო წარმოდგება ჰგონია, რას ჩაწერენ რეზოლუციაში”.
